ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა
და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის
გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსი ცხადდება 2022 წლის
თებერვალში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის
უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.
„ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის
11 იანვრის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო
ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
საკონტაქტო პირი: თამთა ბიწაძე 577080661,
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს
უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას,
აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებისა და
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2
პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი
გამოცდილება.
ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი
მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის
განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული
წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი
განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას,
აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე
მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი
გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები