საქართველოში „სინოფარმის“ გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“
გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება.
„ევროპის წამლის სააგენტომ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ
განიხილეს და მათი რეკომენდაცია გახლავთ, რომ „ასტრაზენეკას“
შესაძლებელია, ჰქონდეს იშვიათი გართულება თრომბოზების სახით, ამაზე
თვეზე მეტია მიდიოდა დისკუსია ევროპაში. მილიონ მოსახლეზე იყო
დაახლოებით 4-დან 6-მდე ამ ტიპის გართულება, რომელიც შეიძლება
დამთავრდეს ცუდი შედეგით. მიუხედავად ამისა, ვაქცინის სარგებელი
ბევრად აჭარბებს მის რისკს. აქედან გამომდინარე, წამლის სააგენტომ და
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მკაცრი რეკომენდაცია, თუ რა
ჯგუფებში უნდა შეჩერებულიყო ვაქცინაცია, არ მიიღეს ანუ ქვეყნებს ეს
საკითხი ირიბად გადასაწყვეტად დაუტოვეს, ამან საკმაოდ დიდი კრიტიკა
გამოიწვია ევროპის წამლის სააგენტოსადმი, რომ ის ერთიან რეკომენდაციას
არ აძლევს ევროკავშირის ყველა ქვეყანას. მთელმა რიგმა ქვეყნებმა
მიიღეს დიფერენცირებული გადაწყვეტილებები, არის რამდენიმე ქვეყანა,
მაგალითად ფინეთმა, ნორვეგიამ, დანიამ საერთოდ შეაჩერეს
„ასტრაზენეკას“ გამოყენება გარკვეული პერიოდით, ისინი საკუთარ
კვლევებს აწარმოებენ ამ საკითხთან მიმართებაში. არის მეორე რიგი
ქვეყნების, რომლებმაც არ შეაჩერეს და არც ასაკობრივი ზღვარი გაავლეს,
მათ თქვენს, რომ მათთან დიდი ზრდაა შემთხვევების და ვაქცინაცია
ვირუსის გავრცელებისგან იცავს. სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ იმუნიზაციის
ექსპერტთა საბჭოზე და გადაწყვიტეთ ამ ეტაპზე შევაჩეროთ 55 წელს ქვემოთ
ადამინების აცრა, დავტოვეთ მხოლოდ ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ ასაკში
აცრები. აპრილის მეორე ნახევრიდან, დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება
გამოყენება ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ და ძირითადად აქცენტი სხვა
ასაკებსა და ჯგუფებზე გადავა. არის მოსაზრება, დაველოდოთ ჯანმოს
რეკომენდაციას, არის მოსაზრება, რომ ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ, ყოველ
შემთხვევაში დაავადებათა კონტროლს უკვე დაწყებული აქვს მომზადება
„სინოფარმზე“. შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ მომავალ კვირაში იმ
კლინიკებს, სადაც „სინოფარმით“ ვაქცინაცია იქნება. იქ დიდი
გადამზადება საჭირო არ არის, რადგან ჩვეულებრივ ტემპერატურაში
შესანახი ვაქცინაა, ერთდოზიან ფლაკონშია“, – განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები