ყვარელში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სამაცივრე
მეურნეობა „აგროსთორი“ გაიხსნა. პროექტი USAID-ის სოფლის მეურნეობის
პროგრამისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაფინანსდა.
ღინისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან
დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი , კელი დეგნანი დაესწრნენ. მათ ჟოლოს
დაკრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
კოოპერატივი „აგროსთორი“ მარწყვის, ჟოლოს, ხურმისა და ატმის
მწარმოებლებს შესთავაზებს წინასწარი გაგრილებისა და ცივად შენახვის
მომსახურებას. პროდუქციის რეალიზებას მოახდენს შიდა და საექსპორტო
ბაზრებზე.
პროგრამის ”დანერგე მომავალი“ ფარგლებში კოოპერატივმა ყვარლის
მუნიციპალიტეტში 3 ჰექტარზე გააშენა ჟოლოს ბაღი, სააგენტოს
თანადაფინანსებამ 30 000 ლარი შეადგინა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან კონსულტაციით კოოპერატივმა
ჟოლოს ახალი სახეობა „Tulamagic“ გააშენა. ამ სახეობის ჟოლო ადვილად
ტრანსპორტირებადია და შენახვის ხანგრძლივობა მეტი აქვს, შესაბამისად,
ის საუკეთესოა საექსპორტოდ.
კოოპერატივი მუდმივად 6, სეზონურად კი 150-მდე ადგილობრივს
დაასაქმებს.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და აღვნიშნავთ კიდევ ერთ
წარმატებულ ისტორიას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. USAD-ისა და
საქართველოს თანამშრომლობის შედეგად ამოქმედებული სამაცივრე მეურნეობა
ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მიიღოს უფრო მეტი
შემოსავალი და დასაქმდეს უფრო მეტი ადამიანი. სოფლის მეურნეობა არის
უმთავრესი სექტორი USAD-ის საქართველოში საქმიანობისთვის. მართლაც
მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო „აგროსთორი“, რომელიც დააარსა ბატონმა
ზურაბმა და მისმა პარტნიორებმა. იგი საშუალებას მიცემს ადგილობრივ
მოსახლეობას, რომ მალფუჭებადი ხილი შეინახონ და გააფართოვონ
სარეალიზაციო ბაზარი. ეს ხელს შეუწყობს ხარისხის გაზრდას, შემოსავალს
და ფასს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ საერთო საქმიანობით - კერძო სექტორს,
USAD-სა და საქართელოს მთავრობას შორის,”- განაცხადა საქართველოში
აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა.
მასალის გამოყენების პირობები