"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“- აქცია თელავის უნივერსიტეტში
დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაცია ჩატარდა.
თესაუ-ს ნაციონალური სისხლის ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. აქციაში-,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“- მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.

ნაციონალური სისხლის ბანკის წარმომადგენლების თქმით, ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

სისხლის უანგარო დონაციის აქციები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მთელი წლის განმავლობაში, პერმანენტულად იმართება და მისი მიზანი სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციაა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / თესაუ /