საქართველო საფრანგეთში მასშტაბურ გამოფენას გამართავს [Video]

2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა.

საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.

საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უხელმძღვანელებს.

ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. მასშტაბური კომპლექსის აშენება ქალაქ ბოროდს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ღვინო / გამოფენა /