ხუთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული- ავარია საგარეჯოში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე  კი დაშავდა.

ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და "ოპელის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

გარდაცვლილთაგან 4 მსუბუქი ავტომანქანის, ერთი კი მიკროავტობუსის მგზავრია.

რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

საქმე  სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /