ყაჩაღობა თელავში- დაზარალებულმა ინსულტი მიიღო
თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ვახტანგიშვილები დააყაჩაღეს.
არსებული ინფომაციით, სახლიდან  წაღებულია ძვირფასეულობა და თანხა.

მძარცველებმა ხნიერი ქალბატონი სკამზე მიაბეს, მის ქმარს ვახტანგ ვახტანგიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ინსულტი მიიღო.

დაზარალებულები თელავის საავადმყოფოში მოათავსეს.

მედიკოსების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამმართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

| Print |
FaceBook Twitter Google