კახეთში 15 წლის გოგონა ძმისგან ბავშვს ელოდება
არსებული ინფორმაციით, კახეთში 15 წლის გოგონა ძმისგან ბავშვს ელოდება. ის რვა თვის ორსულია.
საკუთარი დის გაუპატიურებაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უსაფრთხოების მიზნით გოგონა სოციალური მომსახურების სააგენტომ სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.

speqtri.ge სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, გოგონამ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა კოლეჯში გააგრძელა და მათი მოსწავლე აღარ არის. რაც შეეხება ბიჭს, ის 11-ე კლასის მოსწავლეა. მისივე თქმით, ბიჭი საგაკვეთილო პროცესს ჩვეულებრივ ესწრებოდა.

დირექტორმა დამატებით დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი არც გამგებლის წარმომადგენელმა ისურვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 111 - 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ოჯახურ დანაშაულს, გაუპატიურებას არაერთგზის.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 15 წლის ორსული /