ახმეტის თვითმმართველობაში ცხრა ვაკანტური ადგილია
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ კონკურსი გამოაცხადა. 7 ვაკანტური ადგილი გამგეობაშია, ხოლო 2 - საკრებულოში.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 14 თებერვლამდე შეუძლიათ.

ვაკანტურ პოზიციებზე ხელფასი 350–დან 810 ლარამდე მერყეობს. კანდიდატს შეუძლია, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს.

კონკურსში მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპს – განცხადების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
| Print |
FaceBook Twitter Google