ყვარელში ნაგავსაყრელის მოწყობისთვის 445 220 ლარი დაიხარჯა
ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
შესრულებული სამუშაოები “მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური. მოხდა არსებული არასახიფათო ნარჩენების საიზოლაციო გრუნტით გადაფარვა. მოეწყო სამეურნეო ზონა. ასევე, მოწესრიგდა პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, განახლდა არსებული ღობე. მოხდა ტერიტორიის შიდა ელექტროფიცირება.

შპს"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" ნარჩენების გადამტვირთი სპეც-მანქანა შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების ტრანსპორტირებას ყვარელის გადამტვირთი სადგურიდან თელავის კეთილმოწყობილ ნაგავსაყრელზე.

პროექტის ღირებულებამ 445 220 ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
| Print |
FaceBook Twitter Google