პედაგოგებისა და დირექტორების გადამზადებისთვის 14 მილიონი დოლარი დაიხარჯება
ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი იწყება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს ორგანიზებით "მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" პრეზენტაცია "თბილისი მარიოტში" გაიმართა

პროექტის ღირებულება 14 მილიონი აშშ დოლარია. პროექტის მიზანი კი საბუნებისმეტყველო, მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 7-12 კლასის მასწავლებელთა, ასევე სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების გზით სწავლა-სწავლების ხარისხისა და სკოლის მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გადამზადდება 20,000-მდე მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი. გარდა ამისა, მომზადდება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების 2000-ზე მეტი ფასილიტატორი.

პროექტი 2016 წლის იანვარში დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google