„მე და კონსტიტუცია“- კონკურსი უფროსკლასელებისთვის
ორგანიზაცია "დემოკრატიის ლაბორატორია" კონკურსს აცხადებს.  კონკურსის სახელწოდებაა "მე და კონსტიტუცია" და მასში მონაწილეობის მიღება ყველა საჯარო სკოლის უფროსკლასელს შეუძლია.

პროექტის პარტნიორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სკოლაში შექმნილ 5 კაციან გუნდს. თითო სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. გუნდში უნდა იყოს 5 უფროსკლასელი და მას უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი. პირველ ადგილზე გასული 5 მოსწავლე ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად გაემგზავრება პარიზსა და სტრასბურგში. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელი საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს, მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები და მათი მასწავლებელი საჩუქრად მიიღებენ პლანშეტურ კომპიუტერებს.

პირველ ეტაპზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველი გუნდი ამზადებს ვიდეოს თემაზე: მე და კონსტიტუცია. ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აჭარბებდეს 2 წუთს. ფორმატი შეუზღუდავია. ვიდეოს გაგზავნის ბოლო ვადა 20 თებერვალია.

ვიდეო შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
· შინაარსობრივი გამართულობა
· კრეატიულობა

საუკეთესო ნამუშევრებს ჟიური შეარჩევს. 

დეტალური ინფორმაციის ნახვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.


| Print |
FaceBook Twitter Google