თელავის უნივერსიტეტი სამხედროებისთვის კონცერტს გამართავს
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 თებერვალს,  თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს. ღონისძიება ეროვნული გვარდიის მე-20 ბრიგადის ჯარისკაცებისთვის და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ჩატარდება.

სხვა საკონცერტო ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება თესაუ-ს სტუდენტების მიერ მომზადებული, ,,სტუდენტური დღეები-2015"- ის გამარჯვებული ნომერი- ,,ჩვენ, ქართველები".

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თესაუ / სამხედრო /