ქართული სულგუნი მსოფლიოს 12 საუკეთესო ყველს შორის მოხვდა
რუსული საინფორმაციო პორტალი Lenta.ru მსოფლოს მასშტაბით ყველის 12 საუკეთესო ნაირსახეობის შესახებ წერს, რომელთა შორის ქართული სულგუნიც მოხვდა. იმ 12 ქვეყანას შორის, სადაც, გამომცემლობის აზრით, საუკეთესო ყველს ამზადებენ, საქართველო მეათე ადგილზეა.

რეიტინგის მიხედვით, ყველის მსოფლიო რუკაზე 1-ლი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მე-2 იტალიამ, მე-3 ლიბანმა, მე-4 ჩინეთმა, მე-5 ინგლისმა, მე-6 ერაყმა, მე-7რუსეთმა, მე-8 ნორვეგიამ, მე-9 ირანმა, მე-10 საქართველომ, მე-11 აშშ-მ.

რეიტინგში ბოლო, მე-12 ადგილზე კი საბერძნეთი მოხვდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სულგუნი / ყველი /