კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 121 995 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ"  სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევა 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის აპრილის პერიოდს მოიცავს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, პრემიისა და სახელფასო დანამატის საერთო მოცულობამ 3 419 880 ლარი შეადგინა. 

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2015 წელს გაცემულია 75 495 ლარი დანამატი და 46 500 ლარი პრემია. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით,  2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცა.


| Print |
FaceBook Twitter Google