ვინ არიან თელავში დაჭრილი და გარდაცვლილი პოლიციელები
თელავში მომხდარ შემთვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
მოკლული პოლიციელი გიორგი ლამაზოშვილია, დაჭრილი ქალბატონი კი ამავე საამმართველოს თანამშრომელი მაია ჯავახიშვილია.

შეგახსენებთ, რომ დღეს  შეიარაღებული 19 წლის ახალგაზრდა თელავის საპატრულო პოლიციის ეზოში შეიჭრა, ერთი სამართალდამცველი მოკლა, მეორე კი დაჭრა.

დაჭრილი ქალბატონი  თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

რა გახდა თავდასხმის მიზეზი,
ამ დროისათვის უცნობია.  

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქიური პრობლემები აქვს.
| Print |
FaceBook Twitter Google