ქვევრის სახლი იყალთოში
იყალთოში ქვევრის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი ქვევრის დასამზადებელი საამქრო, იყალთოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
სკოლა - სახელოსნოს მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონამდე ლარია.
ობიექტს ექნება მუზეუმი სადაც თიხის ჭურჭელი გამოიფინება, ასევე განთავსდება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე. ტურისტებს საშუალება ექნებათ ისწავლონ თიხის ჭურჭლის დამზადება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
მასალის გამოყენების პირობები