2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი ქართველ სპორტსმენებს
27-28 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ ბიტომში ახალგაზრდა კარატისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
მასში 20 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები ლევან ვერულიძე (-85 კგ) და სერგო მოვსესიანი (-65 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ლაშა ოზბეთელაშვილმა და თამარ ბიბილეიშვილმა დაისაკუთრეს.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.
მასალის გამოყენების პირობები