თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას სამეცნიერო ლიტერატურა გადაეცა
თვითმმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის ა.ა.ი.პ საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - ვლადიმერ პაპავამ შეხვედრა გამართა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ვლადიმერ პაპავამ ასოცირების შესახებ შეთანხმების და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია,რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ "საბიბლიოთეკო გაერთიანება"-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სამეცნიერო ლიტერატურა გადაეცა.
შეხვედრას ესწრებოდა თვითმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის გამგებელი -ალექსანდრე შათირიშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე -დავით ნაპირელი, გამგებლის მოადგილე -ზურაბ სვიმონიშვილი და კულტურის,ძეგლთა დაცვის,განათლების,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - სოფიო ახმეტელი.
მასალის გამოყენების პირობები