როგორი ამინდი იქნება 16-19 ნოემბერს
გარემოს ეროვნული სააგენტო 16-19 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, 16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +14 გრადუსი.
17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +7,+12 გრადუსი.
18-19 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები