ლაგოდეხში 15 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაშვარში, 15 წლის გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "ჰერეთი" ავრცელებს.
სოფელ ნაშვარში გამგებლის წარმომადგენლის გია გაფრინდაშვილის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. როგორც შინაგან საქნეთა სამინისტროში განაცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები