გურჯაანის "რა სად როდის"-საფინალო ტურისთვის ემზადება
გურჯაანის ინტელექტ კლუბი "რა სად როდის" თამაშების სერიას აგრძელებს. მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები
დღეს მესამე ტურში ცდიდნენ ერთმანეთის ინტელექტს. უახლოეს მომავალში გაიმართება მეოთხე ტური, რომლის შემდეგაც ლიდერი ჯგუფები ფინალურ შეხვედრას გამართავენ.
"რა სად როდის" თამაშები მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება.
"რა სად როდის" ინტელექტუალურ თამაშებს ტრადიციულად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვაწყობთ ხოლმე. ტარდება ოთხი ტური. რომლის შემდეგაც გაიმართება ფინალი. ფინალში ექვსი საუკეთესო გუნდი გადავა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან პრიზებით. პირველ ადგილზე გასულ სკოლას გადაეცემა "ბუ." მეორე მესამე ადგილის მფლობელი ჯგუფები კი საჩუქრად შემეცნებითი შინაარსის წიგნებს მიიღებენ"-აღნიშნა speqtri.ge-სთან სამსახურის უფორსმა სპეციალისტმა დავით მურაკაშვილმა. მისივე თქმით ახალგაზრდების მოტივაცა და აქტივობა "რა სად როდის" სერიების დროს ყოველთვის მაღალია.
მასალის გამოყენების პირობები