ასი ათასი მოწამის ხსენება
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა 100 000 მოწამეთა ხსენებას აღნიშნავს. თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს საზღვრებს, ჯალალ-ედ-დინის მეთაურობით მონღოლთა ლაშქარი მოადგა. ქართველებმა ჯარის შეკრება ვერ მოასწრეს და მოულოდნელად გამოჩენილ მტერს მცირერიცხოვანი ძალით დაუხვდნენ. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ჯალალ-ედ-დინი გარნისის გამარჯვებით არ დაკმაყოფილებულა. იგი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია. ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. სისასტიკისა და წამების მიუხედავად არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა 100 000 ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. მემატიანეს ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში მტკვარი სისხლით შეღებილი მოედინებოდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.