პროკურატურამ გურჯაანის პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ საქმე აღძრა
გურჯაანელი 19 წლის ლადი ელიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, კახეთის საოლქო პროკურატურამ ძიება დაიწყო.
ახალგაზრდა გურჯაანის შს რაიონული საამმართველოს უფროსს გიორგი კრაწაშვილსა და სხვა სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს.
როგორც speqtri.ge-ს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ძიება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.)
მასალის გამოყენების პირობები