ხე-ტყის უკანონო მოპოვების ექვსი ფაქტი თელავში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა თელავში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ექვსი ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოჭრეს რცხილის და წიფლის სახეობის ხეები.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები