ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს
პარლამენტში უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების
მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ეხებოდა ჩავარდა.
ქუცნაშვილის წინადადებას დეპუტატების უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა, დღეს პოზიცია შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილება 747 მაღალი რანგის თანამდებობის პირს შეეხებოდა, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე მხოლოდ ხელფასით უნდა ესარგებლათ და უარი ეთქვათ პრემიებზე.
ამავე თემაზე: პრემიების აკრძალვა-ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა
მასალის გამოყენების პირობები