გომბორზე შეზღუდვები მოიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს გზებზე არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კახეთში, გომბორის უღელტეხილზე ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა არ არის შეზღუდული. დასაშვებია ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უამინდობის გამო გომბორზე გადაადგილება პარალიზებული იყო.
დიდთოვლობის გამო, სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, მცხეთის რაიონში გზის სხვადასხვა მონაკვეთზე გარკვეული სახის შეზღუდვებია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამინისტროს საიტს police.ge.
მასალის გამოყენების პირობები