თესაუ-ს პროფესორმა მეცნიერებათა აკადემიისგან ჯილდო მიიღო
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოვდა.
თესაუ-ს პროფესორს საპატიო სიგელი იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმააკადემიამ გადასცა.
"თენგიზ სიმაშვილი აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა. მას ეკუთვნის ნაშრომები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის, რევოლუციური და ტერორისტული ორგანიზაციების, საიდუმლო პოლიციის საქმიანობის, სტალინის ცხოვრების და სხვა ისტორიული მნიშვნელობის საკითხების შესახებ."- აღნიშნეს უნივერსიტეტში.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, მის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაციის პოპულარიზაციის მიზნით, საჯარო ლექციებსაც აქტიურად კითხულობს.
მასალის გამოყენების პირობები