თესაუ ტოლერანტობის კვირეულს უერთდება
ტოლერანტობის კვირეული ფარგლებში, შერიგების და სამოქალაქო თანასაწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტებს შეხვდნენ. "ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა"- ამ თემაზე ლექცია თესაუ-ს სტუდენტებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტმა, ლევან ლორთქიფანიძემ, წაიკითხა. საუბარი ტოლერანტობის, სხვადასხვა სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ ჯგუფებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობას და ინტეგრაციას შეეხებოდა. ლევან ლორთქიფანიძემ 1918-1921 წლების საქართველოში უმცირესობათა დაცულ უფლებებზე, კონსტიტუციასა და სახელმწიოფოებრივი მოწყობის სხვა საკითხებზე ვრცლად ისაუბრა. "ტოლერანტობის კვირეული"ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც 16 ნოემბერს აღინიშნება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler