![](/buffer/pictures/9/07f283d19b87030d4bf5b5bffe872725.jpg)
ლუკა გიგაურის ოჯახს დახმარება გაუწიეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა თანამშრომლებთან ერთად მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 14 წლის ლუკა გიგაური მოინახულა.
ოჯახს სურსათ-სანოვაგე და ზამთრისათვის შეშა მიუტანეს.
"დღეს ჩვენ სტუმრად ვიყავით პატარა ლუკასთან, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია და დიდი სითბოთი გამოირჩევა. ამ სტუმრობით ჩვენ გვინდოდა ქალბატონი თალიკოსთვის და ლუკასთვის ჩვენი გვერდში დგომა და მეგობრობა გამოგვეხატა. მოვინახულეთ ოჯახი, გადავეცით საკვები პროდუქტები და ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშა. მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზად არის ასეთი ადამიანების დასახმარებლად" - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
![](https://c2.staticflickr.com/6/5755/22320446673_373475e8bb.jpg)
მასალის გამოყენების პირობები