დღის სიახლეები

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ
გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც
ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ
თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.
19:45 / 27.12.2024

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის
2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით
დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა.
13:12 / 25.12.2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტი 2025 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება,
რომელიც ქალაქის ცენტრში განთავსდა.
15:38 / 24.12.2024

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და
ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური
ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5
000 000 ლარს გამოყოფენ.
16:41 / 19.12.2024